სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული მარშის" წარმომადგენლები დღეს მაინც შეიკრიბებიან

"ქართული მარშის" წევრი გია კორკოტაშვილი თვლის, რომ მთავრობის სახლის წინ შეკრება მაინც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ "თანასწორობის მოძრაობის" წევრებმა გადაწყვიტეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია აღარ მოაწყონ. კორკოტაშვილის აზრით, ლგბტ თემი მაინც შეიკრიბება კანცელარიასთან და ამიტომ საჭიროა მობილიზება გამოაცხადონ, რათა "თავი დაიზღვიონ".

გუშინ "ქართული მარშის" საპრეზიდენტო კანდიდატმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით "თანასწორობის მოძრაობა" არ შეიკრიბება, მაშინ "ქართული მარშიც" აღარ გამართავს აქციას, თუმცა, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ იმედი, რომ ვინმე თავისი აზრის გამოხატვას არ მოისურვებს და ამიტომ ახდენენ მობილიზებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100