სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერს თაკო მერაბიშვილი ვანო მერაბიშვილის განაჩენის შესახებ?

თაკო მერაბიშვილის მეუღლის განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „სამართლიანმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა!“-წერს თაკო მერაბიშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

2011 წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის დაშლის საქმეზე შს მაშინდელ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

თავად ვანო მერაბიშვილი სააპელაციოს განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100