სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: "ქრისტეზე, მუჰამედზე, ბუდაზე და ა.შ. ხუმრობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში"

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შემდეგ სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში:

"1. ქრისტეზე, მუჰამედზე, ბუდაზე და ა.შ. ხუმრობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში;2. მედია თვითონ განსაზღვრავს, მისი ედიტორიალისთვის ეს არის თუ არა მისაღები. რ2ის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება, პირველ რიგში, სეკულარული სახელმწიფოს იდეას, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანების რელიგიური მრწამსის პატივისცემას.
3. მიუხედავად იმისა, რომ PS საავტორო გადაცემაა, მისი წამყვანი მაინც უნდა შემოიფარგლოს არხის სარედაქციო პოლიტიკით და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება რელიგიური შინაარსის განცხადებებს. აღნიშნული რელევანტურია არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობების მიმართ (რის გამოც რამდენჯერმე გამოყენებულ იქნა სანქცია არხის ეთიკის კომისიის მიერ), არამედ რელიგიურ უმრავლესობისაც, რაშიც არ ვგულისხმობთ ფსევდორელიგიურ ექსტრემისტულ ჯგუფებს.
4. ზემოთქმულის მიუხედავად, არხს შეუძლია მხოლოდ ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით მოახდინოს რეაგირება და არც ერთ ვითარებაში და, მით უფრო, როდესაც განცხადება ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვერ და არ აიძულებს მის თანამშრომელს უკან წაიღოს ის ან ბოდიში მოიხადოს მის გამო.
5. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რ2ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არაა განხორციელებულ თავდასხმასთან. წუხელ ტელეკომპანიაში განხორციელდა უამრავი ზარი ჩვენი მაყურებლების მხრიდან, რის გამოც დღეს დილით შეიკრიბა არხის ეთიკის საბჭო და მიიღო გადაწყვეტილება. განცხადება ამ გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთდა ურგენტულ რეჟიმში მხოლოდ შექმნილი მდგომარეობის გამო. სხვა ვითარებაში, იგი დაიდებოდა ტელეკომპანიის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც სარეზოლუციო ნაწილის დასაბუთება დასრულდებოდა" - წერს ნიკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს დაესხნენ თავს გიორგი გაბუნიას გუშინდელი საკადრო ტექსტის გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100