სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ჩიკვაიძე ირაკლი შოთაძის გამოკითხვას ითხოვს - ბიზნესმენი ჩანაწერებზე საუბრობს

გიორგი ჩიკვაიძე ექსპრკურორის გამოკითხვას ითხოვს. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ არსებობს ირაკლი შოთაძისა და სავარაუდოდ პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერები. ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ჩანაწერებით დასტურდება, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე რეალურად "შეკერილია".


ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლებას და ივანიშვილის ოჯახს რეკეტსა და ტერორში ადანაშაულებს, ახლა ქმედებას სასამართლოსგან ელოდება.


თუ მურუსიძის სასამართლო ვერ გაბედავს დაკითხოს ირაკლი შოთაძე, მაშინ ეს აუდიოჩანაწერი გახდება საჯარო საზოგადოებისთვის - აანონსებს ჩიკვაიძე.


ვითხოვთ, ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, დაკითხვას. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ჩვენ "შეთითხნილ" საქმეში, რადგან, როდესაც აჭარის პროკურატურაში ჩვენი საქმე "შეიკერა" და ჩვენ მალევე, დაახლოებით, 2 დღეში, დავუკავშირდით ბატონ, ირაკლი შოთაძეს, მაშინ მან საგანგებოდ, დაიბარა აჭარის მთავარი პროკურორი, "დაიტუქსა" ბავშვივით და ჩვენი საქმე აჭარაში გაქრა. მისი გადადგომის შემდეგ, თითქოს, რაღაც ქვემდებარეობით გადმოეცა თბილისს, ქვემდებარეობის მიზანი იყო, რომ გიორგი ჩიკვაიძე არ შეეწუხებინათ აჭარაში სასიარულოდ.


არსებობს აუდიოჩანაწერი. აუდიოჩანაწერში საუბარი მიმდინარეობს ბატონ შოთაძესა და სავარაუდოდ, სხვა პროკურატურის მაღალჩინოსანს შორის, სადაც დეტალურადაა ჩვენი საკითხი განხილული, ყვებიან ვისი ინიციატივა იყო ამ საქმის "შეკერვა" და როგორ.


თუ მურუსიძის სასამართლო ვერ გაბედავს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, რომ დაიკითხოს ბატონი, ირაკლი შოთაძე, მაშინ, მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუდიოჩნაწერი გახდება საჯარო საზოგადოებისთვის.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციხე გატეხილია შიგნიდან, ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში, ბევრი-ბევრი აუდიოჩანაწერი გახდება ცნობილი", - განაცხადა ჩიკვაიძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100