"ეს იყო კაციჭამიების კორპორაციის განცხადება...დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქს ეს წაკითხულიც არ აქვს" - ნიკა გვარამია საპატრიარქოს "სადამსჯელო" განცხადებაზე
"ეს იყო კაციჭამიების კორპორაციის განცხადება - დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქს ეს წაკითხულიც არ აქვს" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპატრიარქოს "სადამსჯელო" განცხადებას. ამის შესახებ მან "მთავარი აქცენტების" საგანგებო ეთერში ისაუბრა.
დამადლებული ზიარება და არასამარხო მენიუ, როგორც აღმოაჩინა ამჯერად უკვე საპატრიარქომ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კაციჭამიების კორპორაციის განცხდება, პირდაპირ ვამბობ ამას. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქს ეს წაკითხულიც არ აქვს, დარწმუნებული ვარ ამაში, სხვა თუ არაფერი, მინახავს მისი ბასრი გონების შემოქმედება,და ეს უბრალოდ არ გამოვიდოდა პატრიარქის კალმიდან და ჩვენ ვნახეთ ცოცხალი ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გააკეთა ეს ყველაფერი. და სისტემა, რომელიც უკვე უპირისპირდება ცალკეულ ეპისკოპოსს. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად გასაგები დიქოტომია ამ ქვეყანაში. ინდივიდუმები სისტემის წინააღმდეგ. ყველა სფეროში ხდება ეს და ყველა ეს ინდივიდუმი არის ოპოზიციაში, უმრავლესობაში, მაგრამ ოპოზიციაში და სისტემა, რომელიც უმცირესობაშია, არის ხელისუფლებაში. ყველა ხელისუფლებაზე ვსაუბრობ. და მე აღარ ვმიჯნავ უკვე ქართული ოცნების საერო ხელისუფლებას საპატრიარქოს სასულიერო ხელისუფლებისგან. ორივე არის განშტოება ერთი და იგივე რუსული პროექტის, - ამბობს ნიკა გვარამია.
კომენტარი