სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგო თევზაძე: “ქართული ოცნება” ეცდება სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებული შეცდომა სამოქალაქო საზოგადოების დისკრეტიდაციისთვის გამოიყენოს’’.

„პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებამ „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია დააზიანა. „ქართული ოცნება“ ეცდება ეს ფაქტი გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის დისკრეტიდაციისთვის და მათ მიმართ უნდობლობის განწყობის შექმნისთვის“, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხი გასცეს საზოგადოებაში მის მიმართ გაჩენილ კითხვებს. კერძოდ, ISFED-ი ადრეც, სხვა არჩევნების პირობებშიც ატარებდა თუ არა მეთოდოლოგიის აუდიტს და თუტარდებდა, რა პერიოდულობით; რამდენად არის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ხელმისაწვდომი მესამე პირთათვის და თუ იყენებს რაიმე სტანდარტს. ხომ არ ყოფილა მესამე პირების ჩართულობა ამ პროცესში ? ასევე, როდის გახდა საეჭვო და შემდეგ უკვე ცნობილი, რომ შეცდომა იქნა დაშვებული.

„ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ზოგადი სურათი. ზოგადად, პარალელური დათვლა არ არის იმის ზუსტი დამდგენი, რამდენად იყო არჩევნები გაყალბებული. PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებით ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში“- განაცხადა თევზაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები აქტიურად ცდილობენ, აღნიშნული შეცდომა გამოიყენონ იმ დარღვევების საპასუხოდ, რომელიც, მათ შორის,
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა დააფიქსირა.

„ხმების პარალელური დათვლა არის და უნდა იყოს სტატისტიკურად უტყუარი, საიმედო მეთოდი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებელი ოფიციალური შედეგების (უბნის შედეგების ოქმების შესაბამისად) გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს. სამწუხაროა, როცა აღნიშნულ მეთოდოლოგიაში გაიპარა შეცდომა,“- განაცხადა თევძაზემ.

ISFED-ის განცხადებით ’საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100