სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტის აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

სხდომის პარალელურად, პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ საქალაქო სასამარლოს ეზოში. მათ მოსამართლის გადაწყვეტილება შეძახილებით "რუსებო" გააპროტესტეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისიმ 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100