სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკროტი Saab საკუთარ წარუმატებლობაში General Motors-ს ადანაშაულებს

ჰოლანდიურმა კომპანია Spyker Cars-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ამერიკული ავტომწარმოებლის General Motors-ის (GM) წინააღმდეგ. მოითხოვს კომპენსაციას 3 მილაირდი დოლარის ოდენობით. სარჩელი Spyker Cars-მა შეიტანა, Saab Automobile-ის შვილობილმა კომპანიამ. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი 2011 წლის დეკემბერში ბანკროტად გამოცხადდა.

GM-ს უკანონო ქმედებებში სდებენ ბრალს, რომელიც ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე კონკურენტი Saab Automobile-ის მიმართ იყო მიმართული, რამაც შვედური კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა.

Saab-ის წარმომადგენლების აზრით, კომპანიის გაკოტრება იმან გამოიწვია, რომ GM-მა ხელი შეუშალა Saab Automobile, Spyker-სა და ჩინეთის საინვესტიციო კომპანიის Youngman-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას.
შეგახსენებთ, Saab AB 1937 წელს დაარსდა, სათაო ოფისი სტოკჰოლმშია, პერსონალის რაოდენობა კი 13,3 ათასს აღემატება. 2010 წელს კომპანია ნიდერლანიულმა Spyker Cars-მა შეიძნა და სახელი შეეცვალა - Swedish Automobile N.V. (SWAN).

გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს კომპანიას სერიოზული სირთულეები შეხვდა; 2010 წელს არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. 2011 წლის აპრილში, დავალიანების გამო, კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა. 2011 წლის მაისში Spyker-მა ჩინელი პარტნიორი იპოვა, რომლის დახმარებითაც Saab-ის ამუშავებას შეძლებდნენ. თუმცა, როგორც კომპანია ირწმუნება, მათ გეგმებს ხელი GM-მა შეუშალა და 2011 წლის დეკემბერში Saab Automobile ბანკროტად გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100