სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი - ავიაიერიში ხარკოვის ადმინისტრაციის ცენტრზე (ფოტოები)

რუსებმა ხარკოვის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო ავიაიერიში განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ავიაიერიშს სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „მოედანზე და შენობაზე სარაკეტო დარტყმა მოხდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ჩვენი მაშველები ნამდვილი გმირები არიან, არაფრის არ ეშინიათ, მუშაობენ“, - აცხადებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რომან სემენუხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100