სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2016 წელს შვიდი საჯარო ლექციის ორგანიზება დაფინანსდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას,რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო ლექციების დაფინანსება.
2016 წელს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო ლექციების მოწყობის კომპონენტშისაჯარო ლექციების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში სულ წარმოდგენილ იქნა ოცდაორი პროექტი. საკონკურსო კომისიამ ღია კონკურსის საფუძველზე წარმოდგენილ პროექტებს შორის გამარჯვებულად გამოავლინა შვიდი პროექტი. შესაბამისად, 2016 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით სულ ჩატარდა შვიდი საჯარო ლექცია, რომლისთვისაც გამოყოფილ იქნა 12138,42 ლარი. კერძოდ:
1. 2016 წლის 7 მაისს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია თემაზე: „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“;
2. 2016 წლის 7-8 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის ქეთევან მუხიგულის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: ადამიანის უფლებები თავისუფლება და მოვალეობა დემოკრატიულ და არადემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმებში;
3. 2016 წლის 23 - 25 მაისს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ბიალისტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორის ჯოანა შერშუნოვიჩის საჯარო ლექციათა ციკლი თემებზე: საჯარო საუბრის ხელოვნება; აკადემიური ტექსტი და მისი სპეციფიკა; კულტურათაშორის კომუნიკაცია: მნიშვნელოვანი განსხვავებები;
4. 2016 წლის 1-3 ივნისს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჯემალ ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: „მიკროსამყაროს ფიზიკა - თანამედროვე ფიზიკის ყველაზე კვლევადი ნაწილი“;
5. 2016 წლის 22 - 24 სექტემბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის, ქიმია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მკვლევარის, ელიზიუ მანუელ სოუსა კოშტას საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ტერმინალური სტადიის თირკმლის დაავადება და მისი ასოციაცია ანთების პროცესთან. ორგანიზმში მიმდინარე რკინის მეტაბოლიზმის ცვლილებები. პაციენტების ცხოვრების ხარისხი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი“;
6. 2016 წლის 18 - 20 ოქტომბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით";7. 2016 წლის 17 - 19 ოქტომბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გეოლოგია - მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციის თემა: „ნედლეულის ეკონომიკა“ (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში);2017 წელს სამინისტრო საჯარო ლექციების ორგანიზების დაფინასებას კვლავ განახორციელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100