სალომე ზურაბიშვილის დესპანი საკრებულოში სამომავლო გეგმებს სახავს
ქალაქის საკრებულო ახალი ძალებით იწყებს მუშაობას. მათ შორის „საქართველოს გზის“ და საკრებულოს წევრი, ნათელა მაჭავარიანი, ყველა სხვა წევრის მსგავსად, მოსახლეობას მათი უფლებების დაცვას ჰპირდება. რამდენად შეასრულებენ ყოველივეს ქართველი პოლიტიკოსები, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა მანამდე „დრონი.ჯი“ ქალბატონ ნათელას სწორედ საკრებულოში მისი და მისი პარტიის მუშაობასა და სამოქმედო გეგმებზე ესაუბრა.
„დრონი.ჯი“: ქალბატონო ნათელა, როგორ აპირებთ შეუდგეთ ბრძოლას საკრებულოში და რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი?
„დრონი.ჯი“: ქალბატონო ნათელა, როგორ აპირებთ შეუდგეთ ბრძოლას საკრებულოში და რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი?
ნათელა მაჭავარიანი: რაც შეეეხება ჩვენს პირველ ნაბიჯებს და სამოქმედო გეგმებს, პარტიამ შეიმუშავა 25-პუნქტიანი სამოქმედო გეგემა, რის განხორციელებასაც საკრებულოში ვაპირებ. ჩვენი პარტიის ბრძოლის გზა დღეს საკრებულოზე გადის.
– კონკრეტულად რა მიმართულებებით გაიშლება თქვენი საქმიანობა და რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული?
– ჩვენი საქმიანობა ძირითადად სამი მიმართულებით გაიშლება. ეს იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილებების და თბილისის ბიუჯეტის კონტროლი, თბილისელების პრობლემების წარდგენა საკრებულოში და ჩვენი ინიციატივების დაყენება. ჩვენი პარტია მუშაობისას რამდენიმე ძირითად პრიორიტეტს ეყრდნობა, ესენია: ქალაქის ეკოლოგია და გამწვანება, ჯანდაცვა, ნარკომანია და სოციალური საკითხები, დევნილთა პრობლემები, ინვალიდთა უფლებების დაცვა, ეროვნული უმცირესობისათვის ქართული ენის სწავლის ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვა, ურბანული დაგეგმარება და ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება და მერიის მიერ კულტურული ღონისძიებების დაფინანსების მონიტორინგი.
– ქალბატონო ნათელა, როგორც ცნობილია, თქვენ აპირებთ ასევე ნარკომანიის საკითხზე შეხვედრების გამართვას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. რა გეგმები აქვს პარტიას ამ კუთხით?
– დიახ, ჩვენ მომავალი კვირიდან ვიწყებთ შეხვედრებს ნარკოლოგებთან, ნარკომანთა მშობლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვგეგმავთ ნარკომანთათვის სამკურნალო დაწესებულების აშენების ინიციატივით გამოვიდეთ.
– საკრებულოს წევრები საზოგადოებას მუშაობის გააქტიურებას და მის მთავარ პოლიტიკურ ფრონტად ქცევას ჰპირდებიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად იძლევა საკრებულო თავისი ფორმატით პოლიტიკურ ფრონტად ქცევის საშუალებას?
– მე მესმის, რომ 11 კაცის 40 კაცთან გამკლავება ცოტა ძნელია, მაგრამ ბრძოლა არის საჭირო და მე ამისთვის მზად ვარ. თუნდაც მხოლოდ ნარკოცენტის სურვილი რომ შევასრულო და გავაკეთო, ჩემთვის საკმარისი იქნება.
– მე მესმის, რომ 11 კაცის 40 კაცთან გამკლავება ცოტა ძნელია, მაგრამ ბრძოლა არის საჭირო და მე ამისთვის მზად ვარ. თუნდაც მხოლოდ ნარკოცენტის სურვილი რომ შევასრულო და გავაკეთო, ჩემთვის საკმარისი იქნება.
– ქალბატონო ნათელა, რაც შეეხება თანამშრომლობას, ვისთან გეგმავთ და პირიქით, ვისთან გამორიცხავთ საკრებულოში თანამშრომლობას?
– არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც დიალოგი და თანამშრომლობა არ შეიძლება. ვინმესთან გარიგებას არ ვაპირებ.
კომენტარი