სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სელენა გომესი ბავშვის გაჩენისთვის ემზადება

სელენა გომესმა პირადი ცხვრება სულ ახლახანს აიწყო და უკვე ბავშვებზეც ფიქრობს. სელენა ახლა მომღერალ The Weeknd-თან იმყოფება ურთიერთობაში.

როგორც ბოროტი ენები ამბობენ, გომესს საყვარელი მამაკაცის დაკარგვის ეშინია და ფიქრობს, რომ ასე უფრო გაამყარებს მათ ურთიერთობას. მისი გარშემომყოფები კი არაოფიციალურად აცხადებენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს დაბალი თვიშეფასებისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობის მხრივ, რაზეც მანამდე უშედეგოდ იმკურნალა კიდეც.

მასზე ნებისმიერი სახის გავრცელებული ჭორი სელენას სტრესის მიზეზი ხდება. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ დაჯილდოებაზე გომესი პირისპირ შეხვდა The Weeknd-ის ყოფილ შეყვარებულს ბელა ჰადიდის. ამ ფაქტმა საშინელ სტრესში ჩააგდო სელენა და როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, ის დროებით მუსიკალური კარიერის მიტოვებას აპირებს: „ის 100%-ით დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში ახლა ის ეტაპი აქვს, როდესაც კარიერაზე უარი უნდა თქვას და ბავშვები იყოლიოს. მისი ახლობლები კი თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, რადგან ვერ აცნობიერებს სიტუაციის სირთულეს და ოჯახის შექმნისთვის ჯერ მზად არაა“ - აცხადებს ანონიმური წყარო ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100