სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეალი“ რონალდუს 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდის

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიმ“ „რეალს“ რონალდუს სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზა. ლონდონის საფეხბურთო კლუბი, რონალდუს ტრანსფერის სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს გადახდაზე იყო თანახმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს წინადადება ესპანური კლუბისთვის სარფიანი არ გამოდგა.

ყველაფერთან ერთად, ბრიტანელები მზად იყვნენ, პორტუგალიელი თავდამსხმელისთვის მრავალწლიანი კონტრაქტი გაეფორმებიათ ანაზღაურებით: 20 მილიონი ევრო წელიწადში.

რამდენიმე დღის წინ დრონი.ჯიმ „რეალში“ თამაშით რონალდუს უკმაყოფილების შესახებ მოგაწოდათ ინფორმაცია. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს ანაზღაურება არ მოსწონს, იგი ერთი სეზონის ფარგლებში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიელს თანაგუნდელებთან, პეპესთან და კოენტრაუსთან უთანხმოება მოუვიდა და სწორედ ამიტომ სურს კლუბის დატოვება.

თავად რონალდუ კი სოციალური ქსელის მეშვეობით ხსნის ამ გაურკვევლობას: „ძალიან ვწუხვარ, არ მეგონა ჩემს მიერ გამოხატული უკმაყოფილება ამდენი ჭორის მიზეზი თუ გახდებოდა. ამბობენ, რომ თითქოს უფრო მეტი თანხის გამომუშავება მსურს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდებიან, რომ ცდებიან!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100