სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ განალაგა რუსეთმა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი?

გასული ზაფხული საკმაოდ დატვირთული გამოდგა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფრონტზე. წლის ყველაზე ცხელ თვეში, როცა ნახევარი მსოფლიო, როგორც წესი, აგარაკებზე სუფთა ჰაერით ტკბება, რუსეთმა მსოფლიოს ახალი სიურპრიზი შესთავაზა და აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი c-300 განათავსა.
ჰჯკჰკ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპლექსი მიმართულია საქართველოს სავარაუდო აგრესიის წინააღმდეგ აფხაზეთის პატარა და `დაუცველი~ `სახელმწიფოს~ მიმართ, აშშ-ის და ისრაელის ხელისუფლებების ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია.
ჰჯკჰკ
ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ამ ტერიტორიაზე განთავსების მიზეზი არა საქართველო, არამედ უფრო გლობალური მიზნებია.
ჰჯკჰკ
ამ ეჭვის საფუძველს კი იძლევა ის გარემოება, რომ საქართველოსგან "თავდასაცავად" აფხაზეთს ამ მასშტაბის საზენიტო კომპლექსი არაფერში სჭირდება, ვინაიდან საქართველოს შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა არ გააჩნია.
ჰჯკჰკ
ამერიკული და ებრაული დაზვერვა სამართლიანად ფიქრობს, რომ ეს კომპლექსი რუსეთს აშშ-ის დასაშანტაჟებლად სჭირდება, რათა მუდმივად დაემუქროს რუსეთისგან საფრთხე იმ ამერიკულ-ებრაულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებსაც რეგიონის საჰაერო სივრცის გავლა დასჭირდებათ სამხრეთის მიმართულებით გადასაადგილებლად.
ჰჯკჰკ
გადაწყვეტილებამ ირანის ისლამური რესპუბლიკის მესვეურების დიდი დაინტერესება გამოიწვია. გაჩნდა ვარაუდი, რომ რუსეთ-აშშ-ს შორის დადებული გარკვეული ხელშეკრულებების და დაპირებების მიუხედავად, რაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაფიქსირებულ პოზიციებს ეხება, მოსკოვი პარალელურად სხვა, რადიკალურად განსხვავებულ თამაშზეც არ ამბობს უარს.
ჰჯკჰკ
ისე კი, რუსეთის ეს თავხედური განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში ჩ-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე, შესაძლოა, არც იყოს სიახლე, რადგან მოსკოვს ასეთი სისტემა რეგიონში 2008 წლიდან აქვს განთავსებული. ყველამ იცის, რომ მსგავსი ქმედება ცეცხლსაშიშია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისათვის.
ჰჯკჰკ
როგორც ცნობილია, c-300 ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა, რომელიც მოქმედებს ერთდროულად რამდენიმე სამიზნის წინააღმდეგ საკმაოდ დიდ რადიუსზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია მართვადი და ბალისტიკური რაკეტების განადგურება. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მიმართულია იმის დემონსტრირებისათვის, თუ როგორი "ერთგული" და "ყოვლისშემძლე" პარტნიორია რუსეთი პატარა, "დამოუკიდებელი" აფხაზეთისთვის.
ჰჯკჰკ
თუნდაც ამ მოვლენიდან გამომდინარე, როგორც ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, ობამას ადმინისტრაციამ შეიძლება "გადატვირთა" რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი რეგიონის მიმართ ახლა მეტ-ნაკლებად განსხვავებული, პარალელური სტრატეგიის შემუშავების დრო დადგა.
ჰჯკჰკ
სპეციალისტების თქმით, ახლა, როცა აშშ-რუსეთს შორის გარეგნულად სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ვაშინგტონმა უკვე სხვა მიმართულებითაც უნდა დაიწყოს მუშაობა და გადახედოს გარკვეულ დამოკიდებულებებს მთელი რიგი რეგიონებისადმი.
ანალიტიკოსები აშშ-ის პრეზიდენტს ურჩევენ, რომ საკითხები ნაკლებად გაითვალისწინოს რუსული გადმოსახედიდან და მოვლენებთან მიმართებაში უფრო რადიკალური პოზიცია დაიკავოს. ნაკლები ყურადღება მიაქციოს იმას, რუსეთი რა რეგიონებს მოიაზრებს საკუთარ "საგანმგებლოებად" და ამერიკული ინტერესები ამ უკანასკნელის გვერდის ავლით გაატაროს, ანუ, როგორც რუსეთი თავადაც მოიქცა ზემონახსენებ შემთხვევაში.
ჰჯკჰკ
ზოგადად კი, ეს პროცესები ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას დიდი ინტერესით ელოდებოდნენ საქართველოში. მაშინ ორ ზესახელწიფოს შორის ერთი-ორი სერიოზული შეთანხმება მოხდა, მაგრამ საკითხების უმრავლესობა კვლავ გადაუწყვეტელი დარჩა, რადგან მათზე შეთანხმება შეუძლებელი და განწირული იყო დასაწყისიდანვე.
ჰჯკჰკ
იყო შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ნატოსთან, საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ დათმობების სურვილი ძირითადად აშშ-ის მხრიდან გამოითქვა. თუმცა აშშ-ის საგარეო მდგომარეობა ობამას დროს მნიშვნელოვნად გამოსწორდა. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უამრავი უპასუხო კითხვები არსებობს: რა იცვლება ირანთან, რუსეთთან, კავკასიასთან მიმართებაში? ავღანეთის საკითხიც კვლავ პრობლემატურია.
ჰჯკჰკ
თუ ჩავუღმავდებით ამ საკითხებს, თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ძირეული ცვლილებები ნაკლებ სავარაუდოა და ამ ყველაფერს თვით ამერიკაც კი ვერ მიაღწევს მარტო. მას პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება, შესაბამისად, ამ პარტნიორების სურვილებისა და ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევაც მოუწევს. მხოლოდ სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსულტაციებით გადაწყდება ყველაზე მწვავე პრობლემები ჩვენს რეგიონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100