სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში გეი–აღლუმის მცდელობა აღკვეთეს

მოსკოვში გეი–აღლუმის ჩატარების მცდელობა პოლიციამ მეექვსედ აღკვეთა. რამდენიმე საათის წინ მოსკოვის ცენტრში როგორც გეი–აღლუმის მსვლელობის მონაწილეები, ასევე მოწინააღმდეგეები დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულია "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტიც.

შეტაკება აღლუმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მაშინ დაიწყო, როცა "ცისფრებმა" მსვლელობის დაწყება სცადეს. რამდენიმე წუთში საქმეში უკვე პოლიცია ჩაერია და აქტიური პირების დაკავება დაიწყო.

აქციაზე სხავადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100