სანიაღვრე სისტემები გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი - კალაძე
სანიაღვრე სისტემები გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი - ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა
კალაძემ.კალაძე ამბობს, რომ ასეთი უხვი ნალექი როდის იყო ბოლოს დედაქალაქში, არ ახსოვს.
"ძალიან დიდი ნალექი იყო, ცოტა დროის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში, არ ვიცი ახლა ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში ერისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს სივრცე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით [მარჯვენა სანაპირო, თამარ მეფის პანდუსთან] ახლაც მუშაობს ჩვენი შესაბამისი სამსახურები.
სანიაღვრე სისტემები გადავსებული იყო ნაგვით. ნუ არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი.
იყო კონკრეტული სანიაღვრე სისტემები, რომლებიც ჩვეულებრივად ატარებდა, უბრალოდ იმდენად დიდი ნალექი იყო, არ მახსოვს ასეთი რამ ბოლო წლების განმავლობაში" - განაცხადა კალაძემ.
თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.
კომენტარი