აი, რას წერს აქციაზე სამართალდამცველების მიერ დაკავებული გიორგი კაპანაძე გათავისუფლების შემდეგ
"ყველაფერი ახლა იწყება. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე - საქართველოსთვის" - ასეთ სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ დაკავებული გიორგი კაპანაძე გათავისუფლების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ "ინტერნეტ მედია ჯგუფის" ხელმძღვანელი უკანონოდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს. ის სხვა დაკავებულებთან ერთად სამარშრუტო ტაქსის ტიპის ავტომობილში აიყვანეს, თუმცა აღნიშნული მარკის პოლიციის მანქანას ხალხი დაედევნა და დაკავებულების გადაყვანის საშუალება არ მისცა.
კომენტარი