ქველმოქმედება ხმაურის გარეშე
სს ქართული ლუდის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ცეზარ ჩოჩელსა და მის გუნდს ქველმოქმედებაზე საუბარი არ უყვარს.
თუმცა, ჩვენ, მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების ნაწილის საზოგადოებისთვის გაცნობა პოლიტიკური ოპონენტის სპეკულაციებმა და ყალბმა განცხადებებმა გადაგვაწყვეტინა.
ქველმოქმედება ცეზარ ჩოჩელისთვის უცხო ნამდვილად არაა, ბიზნესში ჩაბმისთანავე ადამიანების დახმარება მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპანია ახალგორში ჰქონდა, ყოველთვის იყვნენ ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, რომლებსაც უანგაროდ უმართავდა ხელს.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხები კი, რა თქმა უნდა, გაიზარდა და ყოველწლიურად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები მის გუნდს არც ბოლო პერიოდში აკლდა.
მაგალითად: 2013 წლის დასაწყისიდან მისი კომპანია დაყადაღებული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ სამი წლის განმავლობაში, ქველმოქმედებისთვის დახარჯეს 600 ათას ლარზე მეტი და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს.
ცეზარ ჩოჩელი თითქმის ორი ათეული წელია აქტიურად ეხმარება სპორტსაც. ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის. ეს მისი ცხოვრების ნაწილია. ცდილობს სპორტი, მაგალითად, ჭიდაობა სოფლებში პოპულარული იყოს, რადგან მიიჩნევს რომ ჯანსაღი თაობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მის კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი კონკრეტულად ძიუდოს განვითარებაშიც შეაქვს. 2016 წლიდან 2020 წლამდე სპორტის ეს სახეობა კომპანიისგან დაახლოებით მილიონს მიიღებს, რაც წელიწადში 250 ათასს შეადგენს.
მისთვის პრიორიტეტულია განათლებაც. დაახლოებით ათი წელია, 50 სტუდენტს მისი გუნდი ფინანსურად ეხმარება. ეს ის სტუდენტები არიან, რომელთა მოსწრებაც მაღალია, თუმცა ხელმოკლეობის გამო სწავლის გადასახადს ვერ ფარავენ. ათეულობით ახალგორელ სტუდენტს კი მუდმივად უწევენ ფინანსურ დახმარებას.
ქველმოქმედებისათვის გაცემული თანხების ჩამონათვალში შეგიძლიათ ნახოთ მკურნალობისთვის გაღებული ხარჯები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება, უპატრონო ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების დაფინანსება და ასევე მათი „ზედაზენის“ პროდუქციით მომარაგება.
კიდევ ერთი მიმართულება, რომლისათვისაც ცეზარ ჩოჩელის გუნდი ფინანსებს არ იშურებს, ეკლესია-მონასტრებია.
კერძოდ: წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში ცხოვრობს ორი ათას ოჯახზე მეტი და ახლომახლო არ არსებობდა ტაძარი, სადაც ისინი მისვლას შეძლებდნენ.
კომპანიას, საკმაოდ სოლიდური თანხმების გაღება მოუწია იმისათვის რომ ადამიანებს ჰქონდეთ ადგილი სულიერი სიმშვიდისათვის.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, სოლიდური თანხებით ეხმარებიან თიანეთში სამების ტაძრის მშენებლობას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მშენებლობა მალე დასრულდება და იმედია, ტაძარი მომავალი წლიდან უკვე სრულ სახეს მიიღეს.
ეს კიდევ არ არის ყველაფერი - მოქმედი ეკლესია-მონასტრებისთვისაც ძალიან ხშირად იღებს თანხებს.
უბრალოდ, ამაზე არასდროს აპელირებს, რადგან თვლის რომ სიკეთეს არ უყვარს ხმამაღლა საუბარი. მას ამჩნევენ და გრძნობენ...
ჩოჩელისა და მისი გუნდის მახასიათებელი შტირხია, მიუხედავად ყველა სირთულისა, ყოველთვის დაუდგეს გვერდით დახმარების საჭირეობის მქონე ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს.
ამიტომაცაა რომ მის მიერ გაკეთებულმა კეთილმა საქმეებმა ბევრის სიცოცხლეც გადაარჩინა და ბევრის მომავალიც შეძლებისდაგვარად უზრუნველყო...
თუმცა, საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოიარა. ხშირად ხელფასის გაცემა უჭირდა თანამშრომლებისთვის, მაგრამ ქველმოქმედება არ შეუწყვეტია, რადგან იმ ადამიანებისათვის, ვისაც მხარში ედგა, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მისი თანადგომა.
„როდესაც სხვაზე მეტი შემოსავალი გაქვს, გულმოწყალე უნდა იყო. როცა შენ გვერდით ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ამდენი შველას გთხოვს, თავს მორალურ უფლებას ვერ მისცემ რომ მხარში არ დაუდგე“, - თვლის იგი.
„კეთილმოსურნეების“ შეკითხვების საპასუხოდ კი, რომლებიც ურჩევენ ქველმოქმედების ვექტორი სხვა მხარეს მიმართოს, აცხადებს, რომ დახმარებას ყველა საჭიროებს, იქნება ეს სპორტი თუ ეკლესია-მონასტრები, უნარშეზღუდული ადამიანები თუ სოციალურად დაუცველები.
ცდილობს ყველა სფერო მოიცვას და როგორც ამბობენ, „ხელი ყველას წააშველოს“.
კომენტარი