სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 წლის ბიჭი მეგობრებმა თბილისის ზღვაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მცხოვრები 20 წლის .. თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. .. მეგობრებმა ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია მიზეზი, რის გამოც ბ.გ-მ ეს ნაბიჯი გადადგა:

შესანიშნავი ბიჭი იყო. სამრევლო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. უნივერსიტეტში 100 %-იანი გრანტით მოეწყო.

რამდენადაც ვიცით, მას პრობლემები არ ჰქონდა და ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო - აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას მისმა ახლობლებმა.

დაღუპული უკვე ჩაასვენეს ჩოხატაურში. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100