სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო-უკრაინა - 69:53 და ერთი ნაბიჯი ევროელიტამდე

იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ნაკრებმა იშვიათი თავდადებისა და ზუსტი სამქულიანების ხარჯზე მატჩის პირველი ტაიმი სამი ქულით მოგვიგო, მესამე და მეოთხე მეოთხედებში საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაში იპოვა, მაყურებლებსა და გულშემატკივრებს ლამაზი თამაში უჩვენა და აგრესიული დაცვის გამოყენებით, ასევე ზუსტი შეტევებით, მოწინააღმდეგე წელში გატეხა. უკრაინელთა შეცდომები ისევე აშკარა იყო, როგორც საქართველოს ნაკრებისა - პირველ და მეორე მეოთხედებში. აღსანიშნავია შენგელიასა და სანიკიძის შესანიშნავი თამაში და "ფრენით" მოპოვებული ქულები. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ხვალ ჩვენს ნაკრებს არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე ბულგარეთის ნაკრებთან ელოდება.

ხვალ ბულგარეთთან გადამწყვეტი ბრძოლაა - ქართული კალათბურთის ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე ფასეული მატჩი - მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდება. თუმცა საამისოდ წინ ურთულესი თამაში გველის.

საქართველო - უკრაინა 69:53 (10:17, 20:16, 21:11, 18:9)

საქართველო: მარკოიშვილი (14 ქულა - 3 მოხსნა), ცინცაძე (14-3), შენგელია (12-7), ფაჩულია (6-6), სანიკიძე (8-12), ჰეინსი (7-1), შერმადინი (4-2), ცქიტიშვილი (3-0), ბოისა (1-2).

უკრაინა: პეჩეროვი (11-4), ბერტი (11-2).

5 სექტემბერი:

16.30 საქართველო-ბულგარეთი

19.00 სლოვენია-რუსეთი

22.00 უკრაინა-ბელგია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100