სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით.

ცნობისთვის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100