სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას მოითხოვენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი, ვახო სანაია არნიშნავს, რომ ეს მედიასაშუალება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენებს განსხვავებული რეჟიმითა და ფორმატით უნდა აშუქებდეს.

სანაია აღნიშნავს, რომ თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თოქ-შოუს ბადეში არ ჩასვამს, იგი აუცილებლად დატოვებს არხს.

„ვთქვი და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ „პირველი არხი“ არა კერძო პირის არამედ საზოგადოების ტელევიზია, რომელსაც ხალხი აფინანსებს. ამიტომ, როცა ასეთი შემთხვევა ხდება ქვეყანაში, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა შეასრულოს მისი პირდაპირი ფუნქცია და მომხდარის შესახებ ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში უნდა მიაწოდოს მაყურებელს. სხვა გადაცემა გადადოს გვერდზე და ილაპარაკოს მთავარ თემაზე", - განაცხადა ჟურნნალისტმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან გაკეთებულ კომენტარში.

სანაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის პოზიციებს გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი, ეკა კვესიტაძეც იზიარებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კვესიტაძე „საზოგადოებრივი არხის“ ტერიტორიაზე შეკრებილ სტუდენტებს შეუართდა და აღნიშნა, რომ მათ შეხედულებებს ემხრობა. იგი აქციის პირდაპირ ეთერში ტრანლირებას მოითხოვდა. კვესიტაძე თვლის, რომ პატიმართა წამებებეზე ჟურნალისტური გამოძიება უნდა დაიწყოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100