სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვთა სახლში აღსაზრდელმა მცირეწლოვანი იმის გამო სცემა, რომ პატარამ ძილის წინ საღამური არ ჩაცვა (ვიდეო)

დაღესტანში, ერთ-ერთ ბავშვთა სახლში აღმზრდელმა მცირეწლოვანი იმის გამო სცემა, რომ პატარამ ძილის წინ საღამური არ ჩაიცვა - კადრები შენობაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

გარდა იმისა, რომ აღმზრდელი მოზარდს სასტიკად ექცეოდა, გარშემო მყოფმა ადამიანებმა, რომლებიც ასევე იმ შენობაში მუშაობდნენ, ამ ფაქტის დანახვისას რეაგირება არ მოახდინეს. ყველაფერი კი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც კომისიამ ერთ-ერთი შემოწმების დროს კადრებზე ასახული ძალადობა შემთხვევით ნახეს. როგორც გაირკვა, ჩანაწერი 8 თებერვლისაა და ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია აღმზრდელის სისასტიკეს.

ვიდეო რგოლი საინფორმაციო პორტალმა "დაღესტნის ხმამ" გაავრცელა ინტერნეტით. ამ დროისთვის აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. მისი მოხსნის გადაწყვეტილება ბავშვთა სახლის პედსაბჭომ ერთხმად მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100