სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ღირს კაზანტიპის ბილეთები?

ფესტივალ კაზანტიპის ოფიციალურ საიტზე ანაკლიაში დაგეგმილ 10 დღიან ღონისძიებაზე დასაწრები ვიზები (ბილეთები) უკვე იყიდება.

ამ დროისთვის კაზანტიპის ვიზების ფასი 175 დოლარია, თუმცა ფესტივალის მოახლოებასთან ერთად ფასები გაიზრდება.

29 მაისიდან მათი ფასი 203 დოლარი გახდება, 5 ივნისიდან კი - 262 დოლარი.

გაყიდული ბილეთების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 17000-ს და მათი რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.

კაზანტიპი (სტილიზებული kaZantip; ასევე კაზანტიპის რესპუბლიკა, ნარინჯისფერი რესპუბლიკა ან რესპუბლიკა Z) — ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში გაიმართება.[1] დასასწრებ ბილეთებს ეწოდება „viZa“. ფესტივალი გრძელდება 5-6 კვირა, ზაფხულში და მას ყოველწლიურად 150 000 ადამიანი, ე. წ. „paradiZers“-ი სტუმრობს. ფესტივალთან ასოცირებულია ნარინჯისფერებში გადაწყვეტილი მოდისა და ჩემოდნების კულტი.

უკრაინაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო 2014 წელს კაზანტიპი, ანაკლიაში ჩატარება. ფესტივალ 20 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტომდე გასტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100