რა მისწერა ლალი მოროშკინამ მანჩო გიორგობიანს შვილის გარდაცვალების შემდეგ?
მანჩო გიორგობიანის ვაჟის, სანდრო ქოიავას გარდაცვალების შემდეგ ლალი მოროშკინამ, რომელიც გიორგობიანის მეგობარია, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ჩემო მებრძოლო,
ჩემო ჭკვიანო,
ჩემო ვერ აღქმულო და
ვერ დაფასებულო...
ჩემო გოგო....
შენ უბრალოდ სხვაზე მეტი შეგრძნება მოგცა ღმერთმა,
შენ უფრო ახლოს დადექი ციურთან და შეუცნობადთან,
ამიტომაც ნაადრევად იგრძენი განსაცდელი,
ნაადრევად
დაგვემშვიდობე
და ნაადრევად გამოემშვიდობე შენი ცხოვრების ერთადერთ აზრს...
შენი ბიჭი დღეს ღმერთს ესაუბრება,ჩვენ კი კვლავ ეშმაკთან ვართ პოლემიკაში...
შენ ჩემო გოგო ყველაზე მძიმე ჯვარი გერგო და ორ სამყაროს შორის აღმოჩნდი...
რა შემიძლია?
ლოცვაც კი არვიცი...
რა უსუსური ვყოფილვარ ღმერთო...
შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო....“ - წერს მოროშკინა
კომენტარი