სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელისო კილაძის დაანონსებულ ფოტოზე, სავარაუდოდ, პატიმრის მოკვეთილი ხელია გადაღებული

ელისო კილაძემ „პირველი რადიოს“ პრეს-კლუბში პრესკომფერენცია გამართა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ფოტოები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ მოქმედი მთავრობის დროსაა გადაღებული და ახალია, თუმცა, არ აკონკრეტებს არც ფოტოების შინაარსს, არც იმას, თუ სადაა გადაღებული ისინი.

„პრემიერ მინისტრი ჟურნალისტებიდან მუდმივად მტკიცებულებებს ითხოვს,თითქოს ჩვენ გამომძიებლები ან პროკურორები ვიყოთ. ხვალ, 12 სთ "პირველი რადიოს"პრესკლუბში საგანგებო პრეკონფერენციას გავმართავ და მედიას იმ ფოტომასალას გადავცემ,რომელიც ამ დღეებში მივიღე სასჯელთაღსრულების ერთ ერთი დაწესებულებიდან. იმედია, გამოძიება დაიწყება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. აქვე გეტყვით რომ ფოტომასალა შოკისმომგვრელია“, - წერს ელისო კილაძე, ხოლო შემდეგ აღნიშნავს:

"თუ ახლა სოზარი ფიქრობს რომ მე საგანგებოდ მოვკვეთე ვინმეს ხელი იმიტომ რომ ხელოვნურად შემექმნა კომპრომატი,მაშინ თავადაა ფსიქიატრის პაციენტი. სამი დღეა ვცდილობ, როგორმე დავაზუსტო, რომელ სამოქალაქო საავადმყოფოში გაუკეთეს პატიმარს ოპერაცია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100