"ქართველო დამსაქმებლებო, მე ვთვლი, რომ თქვენი უმრავლესობა ტირანია"
ნახეთ რას წერს არჩილ გამზარდია და რისკენ მოუწოდებს ქართველ დამსაქმებლებს:
"გაუფრთხილდი თანამშრომელს და მიეცი უფლება მომსახურების ცენტრებში მომხმარებელს დამცავი პირბადით მოემსახუროს!"
პაატა იმნაძე რომ ითხოვს, გაციებული ადამიანები სამსახურმა დაასვენოს, ამაზე ხომ ქართველი დამქირავებლები სიცილით კვდებიან, რადგან ისინი ისევე ექცევიან დასაქმებულებს, როგორც ლურჯას ექცეოდა პირველი მფლობელი - ანუ, სანამ არ დაეცემოდა სასიკვდილოდ, მაგრამ... ამას კიდევ ვინ ჩივის... ჩვენი დასაქმებულების უმრავლესობას უფლება არ აქვს პირბადე გაიკეთოს მომხმარებლებთან, მაგალითად, ბანკებში, სხვადასხვა ორგანიზაციის მომსახურების და სერვის ცენტრებში და ა.შ.
მაქვს ინიციატივა, საზოგადოებამ წამოვიწყოთ საზოგადოებრივი მოძრაობა ჩვენი დასაქმებულების უსაფრთხოებისათვის - "გაუფრთხილდი თანამშრომელს, მიეცი უფლება მომსახურების ცენტრებში მომხმარებელს დამცავი პირბადით მოემსახუროს!"
მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ მომემსახურონ პირბადით, თუ ეს დაიცავს მას და შესაბამისად, მეც, დავირუსებისაგან.
ქართველო დამსაქმებლებო, მე ვთვლი, რომ თქვენი უმრავლესობა ტირანია, მაგრამ იქნებ, ამ მხრივ მაინც გამოხატოთ სოლიდარობა და ჩაერთოთ ამ აქციაში თქვენი თანამშრომლების და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისათვის.
კომენტარი