სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დეპუტატმა ჩოხის კალთა აიკეცა და გავიდა ტრიბუნაზე"

პროექტი დეპუტატების ჩაცმულობის შესახებ - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე ითხოვს, დეპუტატებმა "საპროტოკოლო-საქმიანად ან ეროვნულად" ჩაიცვან.

გუჯაბიძემ პარლამენტართა ჩაცმულობის წესის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტიც მოამზადა. დეპუტატის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს.

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

ბიძინა გუჯაბიძის კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა.

პროექტს დეპუტატების ჩაცმულობის შესახებ ჩვეული სტილით გამოეხმაურა დღეს პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა.

„-გამარჯობათ, ყაბალახი მინდა, რამე კარგი ხარისხის, თეთრ ჩოხაზე რომ წავიდეს...
-და რა ფერის ყაწიმები გაქვთ?
-ყაწიმები - შავი.
-აი აქეთ მობრძანდით, ყაბალახების ახალი კოლექცია მივიღეთ გუშინ და საკმაოდ ფართო არჩევანია...
-და ნაბდები გაქვთ? აცივდა ცოტა და...
-დიახ, როგორ არა, უბრალოდ მანამ აარჩევთ, ცხენი გადააბით, თორემ ცუდ ადგილზეა და შეიძლება ცხენაკუატორმა წაიყვანოს. აი აქვე გვერდით, კორპორატიული ვიპ-თავლა გვაქვს და იქ შეგიძლიათ შეაგელვოთ ულაყი...“

„დეპუტატმა ჩოხის კალთა აიკეცა და გავიდა ტრიბუნაზე. -აა, როგორია?! :)“

- წერს გოგა ხაჩიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე,

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100