სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695 შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 425-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360 პირი.

ინფორმაციისთვის, 695 ადამიანიდან 425 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100