სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ის საავადმყოფო, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა და რომლის მთავარ ექიმსსც კორონავირუსი დაუდგინდა, შესაძლოა დახურონ - დაინფიცირდა თუ არა მთელი მედ-პერსონალი?

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რია ნოვოსტმა“ გაავრცელა.

ახლა კი რუსული გამოცემები იუწყებიან, რომ კომუნარკის საავადმყოფოს პერსონალი შესაძლოა თვითიზოლაციაში გადაიყვანონ.

"ვისაც დაინფიცირებულ ექიმთან ჰქონდა შეხება: მედდები, ექთნები, ყველა, ვისაც ინტენსიური თერაპიის პალატებზე ჰქონდა წვდომა, გაფრთხილებულები არიან, ყველას უტარდება შემოწმება. ჯერ უცნობია, რამდენი მათგანია დაინფიცირებული. ახლა მიდის იმაზე საუბარი რა უნდა გავაკეთოთ, რომ სწორი გზით წავიდეთ და საავადმყოფო შევინარჩუნოთ"

„ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მე დამიდგინდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ. იზოლირებული ვარ საკუთარ კაბინეტში“, - წერს ექიმი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ჯანმრთელობის დაცვის პალიატიური მოვლის მოსკოვის მულტიდისციპლინარული ცენტრის ხელმძღვანელმა ანა ფედერმესერმა, ჩაიტარდა ტესტი კორონავირუსზე და მზად არის კარანტინისთვის. ამის შესახებ "ინტერფაქსს" პრესსამსახურში განუცხადეს.

გასულ კვირას, აღნიშნული საავადმყოფო ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და შეხვედრა გამართა ექიმებთან, მათ შორის ინფიცირებულ დენის პრიცენკოსთან.

თემაზე კომანტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, პრეზიდენტს რეგულარულად უტარდება ტესტები კორონავირუსზე.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100