სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრეივიკის მიერ იჯარით აღებულ ფერმაში ერთტონიანი ბომბი იპოვეს

ნორვეგიული მედია იუწყება, რომ ბრეივიკის მიერ არენდით აღებულ ფერმაში, რომელიც ოსლოდან 140 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, პოლიციამ ბომბი იპოვა, რომლის წონა დაახლოებით 1-1,5 ტონაა.

ბომბი ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ბრეივიკმა 22 ივლისს სახელისუფლო შენობაში აამოქმედა - ის ბომბი 950 კგ-ს იწონიდა. ხელისუფლება და პოლიცია ფერმაში ნაპოვნი ბომბის შესახებ ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

ბრეივიკის ფერმაში პოლიციამ ივლისის ბოლოს უკვე გაანადგურა აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები, მაგრამ არ წარმოუდგენია დაწვრილებითი ცნობები მათი რაოდენობისა და სიმძლავრის შესახებ. ცნობილია, რომ 32 წლის ტერორისტმა ფერმა იჯარით ტერაქტამდე რამდენიმე თვით ადრე აიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100