სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასრულწლოვნები ტელეფონში ჩაწერილ ვეფხვის ხმას ქუჩაში დინამიკებით გადასცემდნენ

ფალიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნებმა ტელეფონში ვეფხვის ხმა ჩაიწერეს და ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ, ამის შესახებ "ფეისბუქზე" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი წერს.

"ახლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! აი რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი! მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგრამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან !" - აცხადებს ნინო გიორგობიანი "ფეისბუქზე".



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100