სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისთვის სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისთვის სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს. 50 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ისინი სასწავლო წიგნებისთვის გრიფის მინიჭებას ცდილობდნენ.

„კონსტიტუვიური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე დავაკავეთ შპს „კავკასიის აკადემიური ცენტრის" დამფუძნებლები დავით ცეცხლაძე და ნიკოლოზ ბაქარაშვილი. მათ უცხოეთიდან შემოტანილი ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების სანაცვლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანს ქრთამის სახით შესთავაზეს 50 000 ამერიკული დოლარი. ისინი დაკავებული ქრთამის გადაცემის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. დანაშაული ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსოს მოადგილემ იოსებ თიფურიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

დაკავებულებმა ნახევარ მილიონ ფუნტად შეიძინეს წიგნები, რომლებისთვისაც გრიფის მინიჭებას ცდილობდნენ. გარდა ქრთამისა, ისინი განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს მოგების 33 %-ც სთავაზობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100