ყველაზე დიდი ფოტოაპარატი მსოფლიოში 10 მ და 66 სმ-ია
ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა (Dennis Manarchy) მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით «The Eye of America» შექმნა.
ამ გიგანტური ფოტოაპარატის დიზაინი ზუსტად ეხამება კლასიკური კამერა-გარმონის ფორმას. ამასთანავე იგი არა უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნციონალურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.
ფოტოაპარატის სიგრძე შეადგენს 10 მ და 66 სმ-ს, ხოლო სიგანე – 3 მ და 66 სმ-ია.
დენისი თავისი გიგანტური კამერით ამერიკაში მოგზაურობს, რათა მისი საამაყო ტექნიკური საშუალებით აღბეჭდოს ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები და უბრალოდ ხალხის ყოველდღიური ცხოვრება.
კომენტარი