სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წყალი მარგებელი“ დიაბეტით დავადებული მოზარდების დასახმარებლად

დღეს, 5 აგვისტოს, ამერიკული არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანაიზაცია „ექთს ჯორჯიას“ ეგიდით დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი კახეთში გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ექიმებისა და „ექთს ჯორჯიას“ წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ ყვარელში, საპატრიარქოს გიმნაზიის შენობაში იცხოვრებენ და გაერთობიან თანატოლებთან ერთად.

უკვე მეოთხე წელია, რაც დიაბეტურ ბანაკს სპონსორობას უწევს კომპანია „წყალი მარგებელი“ და ყოველწლიურად უსასყიდლოდ გადასცემს 1000-მდე ბოთლ ნაბეღლავისა და ბახმაროს წყალს.

მოზარდები ბანაკში დღეს, აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, „ექთს ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერმა , „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა თავად გააცილეს. მათ გაწეული დახმარებისთვის „წყალი მარგებელს“ მადლობა გადაუხადეს და ხაზის გაუსვეს კომპანიის წვლილს აღნიშნულ საქმეში.

„ძალიან დიდი მადლობა „წყალი მარგებელს“ გაწეული დამხარებისთვის. საკმაოდ დასაფასებელია როცა ასეთ საქმეში ბიზნესიც ერთვება. მეოთხე წელია მათ თანადგომას ვგრძნობთ. ყოველწლიურად ბანაკი მინერალური წყლით მარგდება, რომელიც ასე ძალიან უყვართ პატარებს და აჯანსაღებთ მათ,“ - აღნიშნა „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერიმ.

ექთს ჯორჯია საქართველოში დარეგისტრდა 1992 წლის 22 სექტემბერს. ექთს ჯორჯია ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჰუმანიტარული და ტექნიკურ-ეკონომიკური დახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 1995 წლიდან საქარტველოში ყოველ ზაფხულს ტარდება გამაჯანსაღებელი ბანაკი დიაბეთით დაავადებული ბავშვებისთვის.

ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.

ნაბეღლავისსისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

ბახმარო -კავკასიური წყარომთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი წყალია და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა. ბახმარო მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100