"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" მერაბიშვილი-ხადურის დებატები ჩაიშალა
ტელეკომპანია
"რუსთავი 2"-ის
გადაცემა "პოზიციაში"
საქართველოს ფინანსთა
მინისტრსა და
"ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" გენერალურ
მდივან ვანო
მერაბიშვილს შორის
დაგეგმილი დებატები
ჩაიშალა.
ნინო შუბლაძის განხადებით, აღნიშნულის მიზეზი ნოდარ ხადური გახდა, რომელმაც დებატებში მონაწილეობა გადაიფიქრა.
"მერაბიშვილისა
და ხადურის დებატები მაშინ დავაანონსე, როცა ორივე მხარისგან თანხმობა მივიღე, თუმცა შემდეგ ფინანსთა სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დებატები ვერ შედგებოდა, თუმცა მიზეზი არ ვიცი. შემდეგ კი, როგორც ცნობილი გახდა, მერაბიშვილი-ხადურის დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ისევ ვერ შედგა", - განაცხადა შუბლაძემ და იქვე დასძინა, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა, დებატები გამართულიყო.
შუბლაძის თქმით, პირველი გადაცემის სტუმრად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მაინც დარჩა, მაგრამ არა დებატების ფორმატში და მას ყველა იმ შეკითხვას დაუსვამს, რაც მერაბიშვილის ირგვლივ არსებობს.
ამასთან, როგორც პოზიციის წამყვანმა განაცხადა, პოზიციის სტუმარი იქნება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დებატები კი უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და უმრავლესობის წევრ დავით ძიძიგურს შორის გაიმართება.
კომენტარი