სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსუალური განათლება გერმანიის საბავშვო ბაღებში

საქართველოში მოდაშია ახალგაზრდების გერმანიაში გაგზავნა სასწავლებლად. ამ ქვეყანაში მრავალგვარი შეღავათები არსებობს მშობლებისა და შვილებისათვის. აქედან გამომდინარე, კანტის და ჰეგელის სამშობლოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ბევრია; ამიტომ, ვიდრე მომავალ სტუდენტებს ავაბარგებდეთ, ურიგო არ იქნება, გავეცნოთ ზნეობრივი ქცევის საფუძვლებს ამ ქვეყანაში, რაშიც დახმარებას გაგვიწევს გერმანელი სოციოლოგი გაბრიელა კუბე, ავტორი წიგნისა: „გენდერული რევოლუცია. სექსუალობის ახალი იდეოლოგია“. ქვემოთ შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს ამ ქალბატონის ინტერვიუდან, რომელიც საიტ „gosc.pl“-ზე დაიბეჭდა:

„როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანებს ეკრძალებათ სექსის თემაზე საუბარი, რადგან ევროპისა და აშშ-ის კანონმდებლობა ამ სფეროში ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას.

მას შემდეგ, რაც 1973 წელს ფსიქიატრთა ამერიკულმა საზოგადოებამ მსოფლიოს განუცხადა, რომე ეს ავადმყოფობა არ არის, ქრისტიანებს ეკრძალებათ პროტესტი ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ! არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებმა ჩათვალეს, რომ მათ ეკლესია და ჰეტეროსექსუალური წყვილები უწევენ დისკრიმინაციას. მას შემდეგ მოითხოვეს ბავშვების შვილად აყვანის უფლებაც. ქვეყანა, სადაც ასეთი უფლება მოქმედებს, ბუნებრივია, „ზრუნავს“ თავის მოქალაქეებზე პატარაობიდანვე:

სექსუალური განათლება გერმანიაში იწყება საბავშვო ბაღიდან - არსებობს კონკრეტული პროგრამა, დაწერილია სახელმძღვანელოები; ამზადებენ „სპციალისტებს“ ბავშვური თამაშებისთვის. მაგალითად, პროგრამაშია „ექიმობანას“ თამაში, სადაც პატარების მიერ ხდება სპეციალური თოჯინების გამოკვლევა, რომლებსაც საგანგებოდ აქვთ გამოკვეთილი სქესობრივი ორგანოები. დემონსტრაცია მიმდინარეობს საკუთარ სხეულზეც. თუ აშშ-ში ასეთი თამაშებისთვის ციხეში სვამენ, გერმანიაში ეს სქესობრივი აღზრდის ელემენტია.

...ბავშვებს ასწავლიან სასქესო ორგანოების ანატომიას და იმას, რომ ეს ორგანოები სრულიადაც არ არის მხოლოდ ჯიშის გამრავლებისთვის - მათი მოხმარება შეიძლება საკუთარი სექსუალური სიამოვნებისთვისაც. განათლების სამინისტრომ გამოსცა წიგნი „პატარა სხეულის ანბანი. ანბანი გოგონებისა და ბიჭუნებისთვის“. მისი ზომაა 7х7 სმ. ესე იგი ის იოლად თავსდება ბავშვის ხელისგულზე. ამ წიგნში ყველაფერი მხიარული და ფერადოვანია, ციტატების ჩათვლით. აი, რა წერია „საბავშვო ანბანში“: „კლიტორი მოთავსებულია შიდა სასქესო ბაგეებს შორის, მისი ხელის მოკიდება დიდ სიამოვნებას გაგრძნობინებთ.“, „სათესლე ჯირკვლებზე ხელის მოკიდება სასიამოვნოა“, „პრეზერვატივებს აქვთ სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა ზომა და გემო. მათი საშუალებით თავიდან აირიდებთ ფეხმძიმობას და დაავადებებს“. ტექსტს თან ახლავს ერეგირებული პენისის ფოტოსურათი. ბოლო ციტატაა: „ლესბოსელობა ბევრი ადამიანისათვის უჩვეულოა, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია. ისევე, როგორც შეიძლება გინდოდეს შოკოლადი, კაცებს და ქალებს შეიძლება სურდეთ სექსი საკუთარ თავთან“. „ლესბოსელობის“ თამაში ნორმალურია გერმანული საბავშვო ბაღებისთვის. ბავშვებს კუთხეებში სვამენ, ასწავლიან ჩახუტებას და მასტურბაციას.

რადგან გერმანიის განათლების სამინისტრომ სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის შემოიღო აუცილებელი სექსუალური სწავლება, მათ, ვინც უარს ამბობს შვილისთვის ასეთი განათლების მიცემაზე, შეიძლება დაემართოს ის, რაც დაემართა პლეტების ოჯახს 2006 წელს. ეს ოჯახი ეწინააღმდეგებოდა სექსუალური განათლების პროგრამას და ბავშვებს საოჯახო პირობებში ასწავლიდნენ. პოლიცია შეიჭრა მათ ბინაში - დედა დააპატიმრეს, ხოლო მამამ და შვილებმა თავს უშველეს ავსტრიაში გაქცევით.

როდესაც მშობლები შვილებს არ უშვებენ ამგვარ მეცადინეობებზე, მათ სჯიან ჯარიმებით, შეიძლეაბა ჩამოართვან ბავშვების მეურვეობის უფლება ან მიმართონ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ზომებს.

გერმანულ კანონმდებლობას ხელს უწყობენ „ევროპული სექსუალური აღზრდის“ სტანდარტები: „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ფორმულარის მიხედვით 4 წლამდე ბავშვის დონეზე განათლება თავმოყრილია კითხვის გარშემო, თუ „რა იწვევს სიამოვნებას? ჩემი სხეული მე მეკუთვნის“; 4-დან 6 წლამდე: „ადრეული ასაკის მასტურბაცია. ერთსქესიანი ურთიერთობები. ოჯახის სხვადასხვა კონცეფციები. საუბარი სექსუალურ თემებზე“; 9 წლამდე ბავშვებმა უნდა იცოდნენ ყველაფერი თვითსტიმულაციაზე და კონტრაცეფციაზე“; 15 წლამდე - გენდერული პოლიტიკა და ბიოლოგიური სქესი...“

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამაში ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ოჯახი. სქემის შემქმნელები ეყრდნობიან ანთროპოლოგიას: ბავშვები სექსუალური არსებებია დაბადებიდანვე და მათ აქვთ სექსუალური დაკმაყოფილების უფლება. მშობლებმა და მასწავლებლებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამას, რადგანაც ბავშვის სექსუალური აქტივობა ჩვილობის ასაკიდან არის ჯანმრთელი ფსიქოსომატიკური განვითარების ნიშანი.

გერმანიაში ეკლესიამ წააგო ბრძოლა. თავიდან იყო პროტესტის მცდელობები, მაგრამ ჩაინავლა. საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლებისათვის დაწერილი სახელმძღვანელოები ხელმოწერილია არ მარტო განათლებისა და ჯანმრთელობის სამინისტროების მიერ, არამედ გერმანიის კათოლიკური ეკლესიის მიერაც. 1968 წელს გერმანულმა ეკლესიამ უარი უთხრა პაპის, პავლე VI-ის ენციკლიკას პრეზერვატივების წინააღმდეგ. თუკი მაშინ ვერ დაიცვეს გერმანულმა ეპისკოპოსებმა ადამიანის სიცოცხლე, ახლა მით უფრო ძნელია მოთხოვნო მათ რადიკალიზმი.

აქედან - შედეგიც: გერმანიაში არ ელოდებიან, როდის დაინტერესდება ბავშვი ინტიმური საკითხებით და ძალადობენ მის უბიწო შეგნებაზე - თავს ახვევენ მისთვის უცხო წარმოდგენებს - უნადგურებენ სირცხვილის ბუნებრივ გრძნობას. არადა, სირცხვილი ხომ თავისთავად გადაილახება მოწიფულობისას ღირსეულ, ზრდასრულ, სიყვარულით პირობადებულ ინტიმურ ურთიერთობაში და არა პლასტიკურ სასქესო ორგანოებთან ვარჯიშითა და ბანანზე წამოცმული პრეზერვატივით. თვით ფროიდიც კი თვლიდა, რომ ბავშვების სექსუალიზაციას მხოლოდ ზიანი მოაქვს აღზრდის პროცესში. სქესობრივი ლტოლვის ძალით გაღვიძება და სტიმულირება ბავშვობის ასაკში იწვევს პიროვნების რღვევას. ბავშვებს არ უნდა წაერთვას ბავშვობა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100