სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მზია ციხიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება!

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარების ისტორიები, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, გულგრილს ვერავის ტოვებს!

მზია ციხიშვილს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს. ერთ დროს იგი სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალბატონი იყო. მუშაობდა და ბევრ სიკეთეს აკეთებდა სრულიად უცნობი ადამიანებისთვის. მშივრებს აპურებდა, ტანისამოსს აძლებდა უპატრონო ბავშვებს, ეხმარებოდა მარტოხელა მოხუცებს საოჯახო საქმეებში...

მაგრამ, სამწუხაროდ ამ უსაზღვრო სიკეთისა, ცხოვრება მის მიმართ უსამართლო აღმოჩნდა და მას უამრავი განსაცდელი მოუვლინა. მას ჯერ სახსრებზე დაეწყო პრობლემები, ყოველი მოძრაობა მას დიდ ტკივილს აყენებდა ამის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო და მალე მთელი დანაზოგი ამოეწურა. შემდეგ ინსულტი მოუვიდა... მზიამ სიარული ვეღარ შეძლო და გადაადგილება მხოლოდ ეტლის დახმარებით შეუძლია.

მზია თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში, რომელიც თითქოს ეს ესაა უნდა ჩამოინგრეს... აქ ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარია. კედლები დაბზარულია, ჭერიდან ცვივა ბათქაში, ნესტის გამო ყველაფერს ობი აქვს მდებული...

სამზარეულო, აბაზანა და საპირფარეშო ერთ ოთახშია განლაგებული, რომელიც ადამიანის საცხოვრებელს საერთოდ არ გავს! აქ არც გათბობაა, არც ელემენტარული პირობები. ზამთარში ამ საცხოვრებელში საშინლად ცივა, ხოლო ზაფხულში სიცხისგან სუნთქვაც კი შეუძლებელია. ძნელი წარმოსადგენია თუ რას განიცდის ყოველდღიურად ქალბატონი მზია, როდესაც აქ უბრალოდ ხელ-პირის დასაბანად შედის...

ეს ტრაგედიაა, როდსაც 21-ე საუკუნეში, თანამედროვე საქართველოში ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობენ!

მაგრამ, საშინელი საცხოვრებელი პირობები ეს მთავარი პრობლემა არაა... ყველაზე მთავარი, რაც მას ახლა აწუხებს ყველაზე მეტად – ეს შიმშილია! მიზერული შემოსავალი, საჭირო წამლების საყიდლად და კომუნალური გადასახადების დასაფარად ძლივს ჰყოფნის. ზოგჯერ მზია მხოლოდ პურით საზრდოობს, ზოგჯერ კი მშიერსაც უწევს ყოფნა. ამის გამო ძალიან დაუძლურებულია და საწოლიდან წამოდგომაც უჭირს...

მზიას მხარდასაჭერად საჭიროა მყისიერი მოქმედება! „სოციალური პარტნიორობა“ მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონს! მას სჭირდება საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

დაათვალიერეთ ფოტოები, ზედმეტი სიტყვები აქ საჭირო არაა... ასეთ პირობებში ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მას, თანხა წამლების და პროდუქტების შესაძენედ შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მზია ციხიშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/138/

ერთად დავუდგეთ გვერდში ჩვენს თანამოქალაქეს. მისთვის ნებისმიერი სახის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100