მიშა გომიაშვილი APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვების ნომინანტია.
მიშა გომიაშვილი APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვების ნომინანტია. ფილმში"პრეზიდენტი" შესრულებული როლისთვის იგი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 2007 წლიდან ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში იმართება და მას აზიურ ოსკარსაც კი უწოდებენ. ფილმები კინოდაჯილდოვებისთვის მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ირჩევა.სალომე ჯაშის ფილმი "ბახმარო" 2012 წელს ნომინირებული იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, წელს კი ამ პრესტიჟულ ჯილდოზე ქართველი მსახიობი მიშა გომიშვილი კიდევ 4 ნომინანტთან ერთად არის წარდგენილი.APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 26 ნოემბერს მეცხრედ ჩატარდება.
კომენტარი