სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო ჯაჭვლიანი: "თუ ხუდონჰესის პროექტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რაზეა ლაპარაკი?!"

რამდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის ხუდონჰესის პროექტი და რას მოიტანს ქვეყანას მისი განხორციელება, ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოსო ჯაჭვლიანი თავის პოზიციას აფიქსირებს:

"ამას გავცემ ასეთ პასუხს: ადამიანი, როცა ომში მიდის, სამშობლოსთვის და ოჯახისთვის სწირავს თავს. თუ ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და იმხელა რაღაცას აძლევს ქვეყანას, რასაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ქვია, თუ კარგად ავუხსნით იმ ადამიანებს და ამაში დაარწმუნებ, რაზეა ლაპარაკი?

ეს ჩვენი ქვეყნისთვის თუ ასეთი მნიშვნელოვანია, მე მოვუწოდებ მთავრობას, ჩემს თავსაც, მივიდეთ იმ ადამიანებთან დაველაპარაკოთ და თავიდან ბოლომდე კარგად ავუხსნათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. მე მგონი კარგად ავხსენი, თუ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რაზეა ლაპარაკი?! მაგრამ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესი."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100