
მაია ასათიანი: რუსთავი2-ის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა
„დიდება თავისუფლებას,“ - რუსთაველზე რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მაია ასათიანმა მიმართა. ტელეწამყვანმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რუსთავი2-ის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა... ჩვენ ბევრნი ვართ და არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში სიბნელე დადგეს,“ - განაცხადა მაია ასათიანმა.
ვიდეო: http://rustavi2.com/ka/news/68419
კომენტარი