სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემი ნება რომ იყოს, ამ დედაკაცს ნაწილ-ნაწილ აკუწვას მივუსჯიდი“ - რას წერს ცოტნე გამსახურდია მაგდა პაპიძეზე

მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ. მის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“არ მიყვარს განადგურებული ადამიანისთვის წიხლის დაყოლება, ამიტომ არაფერი დამიწერია არასდროს ამ თემაზე... არც სიძულვილის და შურისძიების ვნებათა გაღვივება მინდა ჩვენ ისეც გაგულისებულ საზოგადოებაში...

მაგრამ დღეს მაგდა პაპიძის ბოლო სიტყვა მოვისმინე, ვიფიქრე: ჩემი ნება რომ იყოს, ამ დედაკაცს ნაწილ-ნაწილ აკუწვას მივუსჯიდი! არავითარი სინანული, არავითარი წუხილი, შეგნებული, უტიფარი, თავხედური სახე და ქცევა, თითქოს ქმარ-შვილი კიარა, აგერ შემთხვევით ჭიანჭველების სიკვდილი გაიგოო...

არ დამიწყოთ ახლა ფემინისტკური ბოდვები, უბრალოდ, გარკვეული ტიპის ადამიანები არ უნდა დადიოდნენ დედამიწის ზურგზე და მათი აქედან მოშორება კაცობრიობისთვის დხმარების აღმოჩენას ნიშნავს!” – წერს გამსახურდია პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100