„მარნეული აგრო” პომიდვრის გაორმაგებულ მოსავალს ელის
„მარნეული აგროში“ 2014 წლის სეზონისთვის სამზადისი გრძელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები - სპეციალური, ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი პომიდვრის ჯიშების: კლასიკის, ადვანსის, ლამპოს ჩითილების გამოყვანა დასრულდა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩითილების გამოყვანა სპეციალურ იტალიურ დანადგარში მოხდა, სადაც პომიდვრის თესლს თავდაპირველად კასეტებში რგავდნენ. კასეტები სამი დღის განმავლობაში განთავსდა გასაღვივებელ ოთახში ე.წ. „germination room”-ში, შემდეგ კი სათბურებში, სადაც მუდმივად კონტროლდებოდა ტენიანობა და ტემპერატურა.
ამ ეტაპზე საწარმოში მიმდინარეობს პომიდვრის გამოყვანილი ჩითილების გადატანა ღია გრუნტში, კერძოდ, 1 ჰექტარ ტერიტორიაზე - 33 ათასამდე მცენარის გადანერგვა. სამუშაო პროცესს, რომელიც სამი დღის განმვალობაში გაგრძელდება, გერმანელი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.
„გაიზარდა დამუშავებული ფართობის რაოდენობაც. პომიდვრისთვის განკუთვნილი ნაკვეთის ფართობი შარშანდელთან შედარებით სამჯერ დიდია. წელს პომიდორის გადანერგვა 77 ჰექტარზე მიმდინარეობს, მაშინ როცა შარშან მას 28 ჰექტარი ეკავა. მოსავლის აღების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეისყიდა დამატებითი ტრაქტორები, შეიცვალა მორწყვის სისტემაც, დავაყენეთ ახალი საფილტრე სადგური, რომელიც მორწყვის ეფექტიანობას გაზრდის. შესაბამისად, წელს, სექტემბრის დასაწყისში, პომიდვრის განსაკუთრებულ მოსავალს ველით. მოსავლიანობას 70 ტონიდან ვვარაუდობთ, რაც შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი იქნება.“ - განმარტავს „მარნეული აგროს“ დირექტორი ვანო ცუკილაშვილი.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
კომენტარი