რატომ დაიბარეს დაკითხვაზე ბაჩო ახალაიას კბილის ექიმი?
რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე დაიბარეს ბაჩო ახალაიას კბილის ექიმი. ამ ინფორმაციას ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.
„მოკლედ, ვინაიდან ბაჩოს ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და სადაცაა გამოვა, დღე და ღამეს ასწორებენ იმაში რომ რაღაც ახალი შეთითხნონ, იბარებენ ყველას ვისაც კი ბაჩოსთან რაიმე სახის კავშირი ქონია და ზეწოლის და მუქარის ქვეშ ცდილობენ ათქმევინონ რამე ბაჩოს საწინააღმდეგო, თუმცა არ გამოსდით. იქექებიან ყველგან, სადაც კი შეუძლიათ და ხელი მიეწვდომებათ. რამდენიმე დღის წინ დაიბარეს ბაჩოს კბილის ექიმი, რომელსაც ეკითხებოდნენ, ბაჩომ რომ კბილი დაიბჟინა ქეშით გადაიხადა თუ გადარიცხვით :))) მარაზმში ვცხოვრობთ მეგობრებო, მა-რაზ-მში!!!“ - წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში
კომენტარი