მირანდა კერი პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ადამიანია
მირანდა კერი პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ადამიანია. ტიტული პოპულარულმა მოდელმა ავსტრალიური ჟურნალის Who-ს გამოკითხვის შედეგად მოიპოვა.
ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, ის თავის ოჯახზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მისი მეუღლე, მსახიობი ორლანდო ბლუმი და შვილი ფლინი არიან.
"დღეში 18 საათს ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფლინი გამოჩნდა ყველაზე დიდ დროს მასთან ვატარებ. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის სამუშაოზე მაღლა დგას. პირველ რიგში მე მეუღლე და დედა ვარ". - ამბობს მოდელი.
იქვე 28 წლის მირანდა აღნიშნავს, რომ ფლინის დაბადებამ ის და ორლანდო კიდევ უფრო დააახლოვა.
კომენტარი