სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით და გურამ კაკულიების დედის განცხადებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მათი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები კეთდება

დავით და გურამ კაკულიების დედა ეკა გოგლიძე აცხადებს, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებით მათი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები კეთდება.

"ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟი გადაიცა და გავრცელდა განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ ამ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს.

მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ," – აღნიშნულია ეკა გოგლიძის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100