სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ სოფელ ბერშუეთიდან გაიტაცეს გათავისუფლებულია.
საოკუპაციო ძალებმა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს.

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი ორი დღის წინ დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100