"დაძინება რომ დავაპირე, მამა ფეხზე მომხსნა ჯაჭვი და ყელზე შემომახვია, მერე კი საწოლის ფეხზე მიმაბა" - თბილისში მამა 14 წლის შვილს ჯაჭვით აბამდა და ძალადობდა
შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
შემთხვევა თბილისში მაისში მოხდა. მამა 14 წლის შვილს ჯაჭვით აბამდა და ძალადობდა.
კომენტარი