ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი სქესის შეცვლის ოპერაციისთვის ემზადება
ჰოლივუდის ვარსკვლავების, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი შაილო სქესის შეცვლის ოპერაციისთვის ემზადება.
საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ შაილო ძალიან ღრმა ბავშვობიდან თავს ბიჭად აღიქვამდა და ჩაცმულობაც, ვარცხნილობაცა და ხასიათიც მამრობითი სქესის შესაბამისი ჰქოდა. როდესაც წამოიზარდა, სქესის შეცვლის ოპერაციაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე მზადების პროცესშია და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ქირურგიული ჩარევით სასურველ სქესზე გადავიდეს - წერს გამოცმა La Nacion.
გოგონამ უკვე ჰორმონალური პრეპარატების მიღება დაიწყო, რათა ორგანიზმი მაქსიმალურად მომზადებული იყოს დაგეგმილი ოპერაციისთვის. ანჯელინა და ბრედი კი მაქსიმალურად გვერდში უდგანან ქალიშვილს და მის გადაწყვეტილებას იზიარებენ.
"არც მე და არც ბრედი არ მივუთითებთ მას, როგორ მოიქცეს და რა იგრძნოს, მას თავისი ადგილის პოვნა უნდა" - განაცხადა ჯოლიმ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ.
კომენტარი