სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესი კიდევ ერთხელ თხოვდება - ვინ არის მისი რჩეული?

ჯენიფერ ლოპესი სულ ცოტა ხნის წინ გამოუტყდა საზოგადოებას, რომ ბეისბოლისტს ალექს როდრიგესს ხვდება. მასთან დაახლოებული პირები კი ჩუმად უმხელენ პრესას, რომ წყვილი მალე დაოჯახებას აპირებს.

ლოპესის თაყვანისმცემლებისთვის ეს სიახლე ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინა შეყვარებულს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა და ქორწინებაზე არც ერთი მათგანი ფიქრობდა, როდრიგესთან კი სულ რაღაც ორი თვის წინ ააწყო ურთიერთობა და უკვე დაოჯახება უნდათ.

ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია, რომ წყვილმა ერთმანეთის მშობლები უკვე გაიცნეს. გარდა ამისა, ალექსს ბავშვებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100